კინო
17 Feb
Black Bear-მა ოლივია კოულმანის მონაწილეობით გადაღებული დრამა „Wicker“-ის უფლებები შეიძინა
კინოკომპანია Black Bear-მა შეიძინა არასტანდარტული რომანტიკული დრამა „Wicker“-ის უფლებები. ფილმში მთავარ როლს ოლივია კოულმანი ასრულებს, რომელიც გარიყულ ქალს განასახიერებს, რომელიც ადგილობრივ მქსოველს ქმრის მოქსოვას უკვეთავს. „Wicker“ რეჟისორებმა ელეონორ უილსონმა და ალექს ჰასტონ ფიშერმა გადაიღეს, მასში ასევე მონაწილეობენ ალექსანდრ სკარსგარდი, პიტერ დინკლეიჯი და ელიზაბეტ დებიკი. ფილმის პრემიერა სანდენსის კინოფესტივალზე ერთი თვის წინ შედგა და Black Bear-ი მის გამოშვებას მიმდინარე წელს გეგმავს.