თამაშები
14 Feb
PlayStation Plus-ის მომხმარებლებს 143-საათიანი JRPG, Monster Hunter Stories 2: Wings of Ruin, ელოდებათ
PlayStation Plus-ის Extra და Premium დონის გამომწერები 17 თებერვლიდან უფასოდ მიიღებენ JRPG ჟანრის თამაშს, Monster Hunter Stories 2: Wings of Ruin. ეს არის გრანდიოზული მასშტაბის პროექტი, რომელსაც შეუძლია მოთამაშეები 143 საათის განმავლობაში ჩაითრიოს. თამაში გამოირჩევა ნარატივით, მონსტრების გაწვრთნითა და ტაქტიკური, რიგზე დაფუძნებული ბრძოლით, რაც მას Pokémon-ის სერიასთან აახლოებს.