კინო
21 Feb
Amazon MGM Studios შენონ ჯ. სპანის ბესტსელერ „ბოროტმოქმედთა სცენა“-ს ეკრანიზაციას მოახდენს
Amazon MGM Studios-მა შეიძინა ნიუ-იორკ ტაიმსის ახალგაზრდული ლიტერატურის ბესტსელერის, შენონ ჯ. სპანის სადებიუტო რომანის „ბოროტმოქმედთა სცენა“ (A Stage Set for Villains) ადაპტაციის უფლებები. ეს ამბავი მოგვითხრობს დაწყევლილ მოზარდზე, რომელიც იდუმალ თეატრში აღმოჩნდება, სადაც უკვდავებისთვის საბრძოლველად მოუწევს. ფილმს Premeditated გადაიღებს, რომელიც Amazon MGM Studios-თან უკვე თანამშრომლობს სხვა პროექტებზეც.