კინო
09 Feb
"გამოცხადების დღე": სტივენ სპილბერგის საიდუმლოებით მოცული სამეცნიერო ფანტასტიკა და ახალი კადრები "სუპერ ბოულიდან"
სტივენ სპილბერგის ახალი სამეცნიერო ფანტასტიკის ჟანრის ფილმი, "გამოცხადების დღე", საიდუმლოებითაა მოცული. "სუპერ ბოულის" დროს გამოქვეყნებულმა ახალმა ვიდეორგოლმა კითხვები კიდევ უფრო გაამრავლა, თუმცა, ნათელი ხდება, რომ რეჟისორი კვლავ უცხოპლანეტელების თემას უბრუნდება. ფილმი ადამიანების მიერ უცხოპლანეტური სიცოცხლის არსებობის აღმოჩენასა და ამით გამოწვეულ ეგზისტენციალურ კრიზისზეა ორიენტირებული. მთავარ როლებს ემილი ბლანტი, ჯოშ ო'კონორი და კოლინ ფერთი ასრულებენ. პრემიერა 2026 წლის 12 ივნისსაა დაგეგმილი.