კინო სიახლეები
20 Feb
ლი კრონინის „მუმიის“ ტრეილერი გამოვიდა: ახალი ხედვა საშინელებათა ჟანრში
2024 წლის ივნისში ცნობილი გახდა, რომ ფილმ „ეშმაკისეული აღზევების“ რეჟისორი ლი კრონინი „ატომიკ მონსტერის“, „ბლუმჰაუს პროდაქშენსისა“ და „ნიუ ლაინ სინემასთვის“ ახალ ჟანრულ პროექტზე იმუშავებდა. დეკემბერში გაირკვა, რომ ეს პროექტი „მუმიის“ კონცეფციის სრულიად ახალი ვერსია იქნებოდა. ფილმის პრემიერა 2026 წლის 17 აპრილს არის დაგეგმილი. ახლოვდება რა ეს თარიღი, გამოქვეყნდა ლი კრონინის „მუმიის“ სრულფასოვანი ტრეილერი, რომელიც მაყურებელს უძველეს და შემზარავ მონსტრზე განსხვავებულ ხედვას სთავაზობს, დამოუკიდებლად