კინო
26 Feb
აკინოლა დევისი უმცროსი BAFTA-ს მოგების შემდეგ პალესტინაზე ალაპარაკდა – BBC-ის მიერ სიტყვის ამოჭრამ აღშფოთება გამოიწვია
ბრიტანელ-ნიგერიელმა კინორეჟისორმა აკინოლა დევის უმცროსმა კვირა ღამეს BAFTA-ს ჯილდო მოიპოვა ფილმისთვის „მამაჩემის ჩრდილი“ (My Father's Shadow). ჯილდოს მიღებისას მან სიტყვით მიმართა ეკონომიკურ და კონფლიქტის მიგრანტებს, ოკუპაციის, დიქტატურის, დევნის ქვეშ მყოფთ და გენოციდის მსხვერპლთ, ასევე გამოხატა სოლიდარობა პალესტინის, კონგოსა და სუდანის მიმართ. დევის უმცროსის სიტყვის ეს ნაწილი BBC-ის მიერ გადაცემული BAFTA-ს ცერემონიის ეთერში არ მოხვდა, რამაც საზოგადოების აღშფოთება გამოიწვია, განსაკუთრებით მას შე