მედია და საზოგადოება
27 Feb
BBC-ის და Bafta-ს ბოდიში: რასისტული გამონათქვამის ეთერში გაშვების გამო აგორებული სკანდალი გრძელდება
BBC-ის კონტენტ დირექტორმა ქეით ფილიპსმა ბოდიში მოუხადა თანამშრომლებს იმის გამო, რომ Bafta-ს დაჯილდოების ტელეგადაცემიდან რასისტული გამონათქვამი არ ამოიჭრა. ტურეტის სინდრომის მქონე აქტივისტის, ჯონ დევიდსონის მიერ წარმოთქმულმა გამონათქვამმა დიდი აღშფოთება გამოიწვია. ინციდენტს მოჰყვა BBC-ის და Bafta-ს განმეორებითი ბოდიშები, შიდა შემოწმება, ერთ-ერთი მოსამართლის გადადგომა და Google-ის ბოდიში AI-ს მიერ გენერირებული მცდარი შეტყობინებისთვის.