„ბატკნების დუმილის“ მსახიობი 35 წლის შემდეგ ბაფალო ბილის ირგვლივ არსებულ ბრალდებებზე საუბრობს
კლასიკურ ფილმ „ბატკნების დუმილი“ (The Silence of the Lambs) ბოლო 35 წლის განმავლობაში ტრანსფობიაში ადანაშაულებენ, რაც ბაფალო ბილის პერსონაჟს უკავშირდება. ახლახან ამ თემაზე პერსონაჟის შემსრულებელი მსახიობი ტედ ლევინი და პროდიუსერი ედვარდ საქსონი ალაპარაკდნენ. მათ აღიარეს კრიტიკის სამართლიანობა, გამოხატეს სინანული მიყენებული ზიანის გამო და ისაუბრეს გენდერულ საკითხებსა და ლგბტქ+ საზოგადოებაზე მათი გაგების ევოლუციაზე.