„ნეონ გენეზის ევანგელიონის“ 30 წლის იუბილესთან დაკავშირებით ახალი ანიმე სერიალი დაანონსდა
„ნეონ გენეზის ევანგელიონი“ ყველა დროის ერთ-ერთი ყველაზე საკულტო ანიმეა, რომელიც გამოსვლიდან 30 წლის შემდეგაც კი კამათს იწვევს. მიუხედავად იმისა, რომ სერიალის ამბავი უკვე სამჯერ დასრულდა, „სტუდია ხარამ“ დაანონსა ახალი ანიმე სერიალი 30 წლის იუბილესთან დაკავშირებით. მწერალი იოკო ტარო იქნება, ხოლო რეჟისორები — კაზუია ცურუმაკი და ტორუ იატაბე. ფანები ამბის გაგრძელებას შერეული ემოციებით ხვდებიან.