კინო სიახლეები
27 Feb
IMAX-ის ბრძოლა: „დიუნი 3“-მა „შურისმაძიებლები: განკითხვის დღეს“ აშშ-ში პრემიერის უქმეებზე ეკრანები „წაართვა“
Marvel Studios-ის „შურისმაძიებლები: განკითხვის დღე“ აშშ-ში დეკემბერში გამოსვლისას IMAX-ის ეკრანების გარეშე დარჩება პრემიერის უქმეებზე. მიზეზი დენის ვილნევის „დიუნი: მესამე ნაწილია“, რომელმაც ადრე მოიპოვა IMAX-ის ექსკლუზიური უფლებები იმავე თარიღისთვის, რითაც Disney რთულ მდგომარეობაში აღმოჩნდა და პოტენციურად დიდ შემოსავალს დაკარგავს, მიუხედავად იმისა, რომ სტუდია თარიღის შეცვლას არ აპირებს.